Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისა, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე კონსულტაციების დაწყების მექანიზმზე


დღეს ბრიუსელში გაიმართა რუსეთის და უკრაინის მთავარობათა წარმომადგენლების შეხვედრა ევროკავშირის კომისიასთან. ევროკავშირი, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ შეიქმნას კონსულტაციების დაწყების მექანიზმი, რათა უკრაინის მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გამო რუსეთის შეშფოთებას პასუხი გაეცეს. შეხვედრის შემდგომ გაიმართა ვაჭრობის საკითხებში ევროკავშირის კომისრის, კარლ დე ჰუხტის პრესკონფერენცია, რომელზეც ევროკომისარმა თქვა, რომ ახალი სავაჭრო შეთანხმება მიზნად ისახავს, პოზიტიური გავლენა იქონიოს ყველა მონაწილე მხარეზე. მიუხედავად ამისა, შესაძლოა გაჩნდეს საფრთხე რუსულ-უკრაინულ ეკონომიკურ და ასევე ეკონომიკური მონაწილეების ურთიერთობებში. ამიტომ დე ჰუხტის თანახმად, „მონაწილეები შეთანხმდნენ, კონსულტაციის დაწყების მექანიზმზე. მთავარი თემებია ტექნიკური რეგულაციები, სტანდარტები, საბაჟო ადმინისტრირება, შეთანხმება სტანდარტებზე, სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმები და ასე შემდეგ, რომელიც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილისაგან“. მსგავსი შეხვედრა, რომელშიც დე ჰუხთან ერთად მონაწილეობდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პავლო კლიმკინი და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ილიუკაევი, გაიმართება 12 სექტემბერს.

XS
SM
MD
LG