Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელნიკოვის აღიარებით ჩვენებას ზეწოლის შედეგად მიიჩნევს მისი ყოფილი ადვოკატი


სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ოლეგ მელნიკოვის აღიარებით ჩვენებას ზეწოლის შედეგად მიიჩნევს მისი ყოფილი ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი. მან სააგენტო "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ უკრაინიდან ექსტრადიციის შემდეგ ოლეგ მელნიკოვი თავად საუბრობდა ოჯახის წევრების მეშვეობით ზეწოლის შესახებ, რასაც ადვოკატის თქმით, ალბათ, ვერ გაუძლო. ველიჯანაშვილის განცხადებითვე, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა შამათავამ და გორგაძემ, რომლებიც მელნიკოვის გვერდით საკანში იმყოფებიან, გაიგეს, რომ გამომძიებელთან შეხვედრისას დათა ახალაიას საწინააღმდეგო ჩვენების სანაცვლოდ, ოლეგ მელნიკოვმა ქვეყნიდან გაშვება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მელნიკოვმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მას წინასწარ დაწერილ ჩვენებაზე ხელი დათა ახალაიამ მოაწერინა. მელნიკოვის განცხადებითვე, გირგვლიანის მკვლელობის გამო საზოგადოებაში მღელვარების ჩასახშობად, ახალაიამ ზურაბ ადეიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემდეგ დაგეგმა შსს-ს ოთხი თანამშრომლის დაკავება, თუმცა წინასწარვე ცნობილი იყო, რომ მათ პატიმრობიდან მალე გაათავისუფლებდნენ. ოლეგ მელნიკოვმა აღნიშნა, რომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე თავის დროზე ცრუ ჩვენება დათა ახალაიას თხოვნით მისცა, დღეს კი სიმართლეს ამბობს.

XS
SM
MD
LG