Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაციის შესახებ


მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაციის შესახებ. პროკურორმა რევაზ ნადოიმ ჟურნალისტებს 30 სექტემბერს განუცხადა, რომ ჟვანიას ოჯახი დათანხმდა ექსჰუმაციას, რომელსაც უცხოელი ექსპერტები ჩაატარებენ. მიმდინარე წლის მარტში ინტერნეტით გავრცელდა ფოტოები, რომლებიც თითქოს ასახავდა ჟვანიას სხეულზე სისხლჩაქცევებს და სხვა დაზიანებებს. საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ნადოის სიტყვებს - როგორც პროკურატურას YouTube-ის სათაო ოფისიდან შეატყობინეს, ეს მასალები ინტერნეტში თურქეთიდან აიტვირთაო. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანამა კობახიძემ 30 სექტემბერს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გამოძიება არ უკავშირდება პოლიტიკას. ჟვანია და ქვემო ქართულის გამგებლის მოადგილე, რაულ უსუფოვი 2005 წლის 3 თებერვალს თბილისის ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილები ნახეს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მათი სიკვდილი გამოიწვია გასათბობი მოწყობილობიდან მომწამვლელი ნახშირჟანგის აირის გაჟონვამ. ჟვანიას სიკვდილის გამოძიება განახლდა 2012 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ.

XS
SM
MD
LG