Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში გამძაფრდა "ისლამურ სახელმწიფოსა" და ქურთ მეომრებს შორის შეტაკებები


2 ოქტომბერს სირიის ქალაქ კობანისთან, რომელიც თურქეთთან საზღვრის ახლოს მდებარეობს, გამძაფრდა შეტაკებები ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსა“ და ქურთ მეომრებს შორის. "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრები კობანის უახლოვდებიან. ეს ქალაქი სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და სირიის ჩრდილოეთს ჩრდილო-დასავლეთთან აკავშირებს. 1 ოქტომბერს აშშ-ის ძალებმა 5 საჰაერო იერიში განახორციელეს „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრების წინააღმდეგ კობანისთან ახლოს.

XS
SM
MD
LG