Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონია ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს ებოლით მოქალაქის გარდაცვალებას


მაკედონიის ხელისუფლების ინფორმაციით, ნაკლებსავარაუდოა, რომ გარდაცვლილ ბრიტანეთის მოქალაქე ებოლის ვირუსით ყოფილიყო დაავადებული. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ საბოლოო დიაგნოზს, შემდგომი კვლევა სჭირდება. ბრიტანეთის გარდაცვლილი მოქალაქის სისხლის ნიმუში გერმანიაში გაგზავნეს ანალიზისთვის. ბრიტანელი მამაკაცი 9 ოქტომბერს გარდაიცვალა, როცა ის სკოპიეს საავადმყოფოში მიჰყავდათ. მას ჰქონდა მაღალი სიცხე, გულისრევა და შინაგანი სისხლდენა. მიმდინარე წლის მარტიდან დღემდე დასავლეთ აფრიკაში ებოლის ვირუსით თითქმის 4000 ადამიანი გარდაიცვალა. 9 ოქტომბერს მადრიდში გაუარესდა ესპანელი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვარაუდობენ, რომ ის არის პირველი, ვინც ებოლის ვირუსით აფრიკის გარეთ დაინფიცირდა. ამ შემთხვევის გამო მადრიდში 7 ადამიანია იზოლირებული.

XS
SM
MD
LG