Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ახალი ლიდერი მხარს უჭერს რუსეთთან „კონსტრუქციულ ურთიერთობას"


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს სურს რუსეთთან „კონსტრუქციული ურთიერთობა", მაგრამ საამისოდ საჭიროა მოსკოვთან ძლიერი პოზიციიდან საუბარი. სტოლტენბერგმა დღეს ბრიუსელში, აშშ-ის „გერმანიის მარშალის ფონდში“ გამოსვლისას აღნიშნა, რომ ნატომ ხელი შეუწყო ევროპაში სტაბილიზაციის უზრუნველყოფას, მაგრამ ახლა, უკრაინაში ინტერვენციით, რუსეთი ცდილობს მიღწეული პროგრესის უკან დახევას. სტოლტენბერგი, რომელიც მიმდინარე თვეში, 1 ოქტომბერს შეუდგა ნატოს გენერალურ მდივნად მუშაობას, შეეხო საქართველოსთან ალიანსის ურთიერთობასაც: „მე ვესწრებოდი სამიტს ბუქარესტში, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ და ახლა ჩემი, როგორც გენერალური მდივნის პასუხისმგებლობაა, ვიზრუნო იმაზე, რომ განვახორციელოთ ყოვლისმომცველი პაკეტი, რომელზეც შევთანხმდით. მალე შევხვდები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რათა განვიხილოთ საქართველოსთვის ამ ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელება და შემდგომი ნაბიჯები“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ბრიუსელში მისი დღევანდელი გამოსვლის ფონია ნატოს გააქტიურება აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში რუსეთიდან და ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოდან“ მომდინარე საფრთხეებთან დასაპირისპირებლად.

XS
SM
MD
LG