Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელი უფლებადამცველი: ჩამომართვეს ჩემი ადვოკატით სარგებლობის უფლება


აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ლეილა იუნუსი აცხადებს, რომ მოუხსნეს მისი ადვოკატით სარგებლობის უფლება. 29 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც ბაქოს წინასწარი დაკავების საპატიმროდანაა გაგზავნილი, იუნუსი წერს, რომ მის ადვოკატს, ჯავად ჯავადოვს, აუკრძალეს სასამართლოში მისი ინტერესების დაცვა. იუნუსის თანახმად, ეს მოხდა პარიზში გამართული იმ შეხვედრის შემდეგ, რომელზეც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს გაუზიარა შეშფოთება იუნუსის საქმის გარშემო. ალიევის და ოლანდის შეხვედრა 27 ოქტომბერს გაიმართა პარიზში. ჯავადოვმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ის პოლიციამ 29 ოქტომბერს მოწმის სახით დაკითხა იუნუსის საქმეზე. 58 წლის ლეილა იუნუსი მწვავედ აკრიტიკებდა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას. ის და მისი მეუღლე, არიფ იუნუსი, დააპატიმრეს ივლისში და აგვისტოში, შესაბამისად. მათ ბრალი ედებათ სახელმწიფო ღალატში და სხვა დანაშაულებში. წყვილი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. დასავლეთის მთავრობები და აქტივისტები გამოდიან უფლებადამცველი წყვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით.

XS
SM
MD
LG