Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდების აღდგენას დათანხმდა


რუსეთი დათანხმდა აღედგინა გაზის მიწოდება უკრაინისათვის ზამთრის განმავლობაში. ამავე შეთანხმების მიხედვით, გაზის მიწოდება ევროკავშირის ქვეყნებისათვის შეუფერხებლად გაგრძელდება. ევროკავშირის ენერგეტიკის მესვეურმა გიუნტერ იოტინგერმა შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია უკრაინის შესაძლებლობაში დროულად დაფაროს გაზის საფასური. მანვე თქვა, რომ ეს შეთანხმება „იმედის პირველი ნაპერწკალია“, რომ დაძაბულობამ რუსეთსა და უკრაინის შორის კლება დაიწყოს.

XS
SM
MD
LG