Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმკვლელმა ნიგერიაში შიიტთა რელიგიურ დღეს 15 ადამიანი დახოცა


თვითმკვლელის მიერ აფეთქებულმა ბომბმა სულ მცირე 15 ადამიანი იმსხვერპლა ნიგერიაში, პოტისკუმში. აფეთქება მოხდა, როცა შიიტები აშურას ესწრებოდნენ, მათ რელიგიურ დღეს, როცა გადმოცემით, მოჰამედის შვილიშვილი, შიიტთა მნიშვნელოვანი ფიგურა, ჰუსეინი მოკლეს. პასუხიმგებლობა არავის უკისრია მომხდარისთვის. ეჭვი აქვთ, რომ აფეთქების უკან ბოკო ჰარამი დგას. ბოკო ჰარამი, სუნიტ ისლამისტთა ექსტრემისტული ჯგუფი, ბრძოლას აწარმოებს ნიგერიაში 2009 წლის შემდეგ. მისი სამიზნე ქრისტიანები და შიიტი მაჰმადიანები არიან.

XS
SM
MD
LG