Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიის პრემიერი ითხოვს პუტინთან პირისპირ შეხვედრას


ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ტონი აბოტი ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს, მალე მიაღწიოს პირისპირ შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რათა მისგან მოითხოვოს სრული თანამშრომლობა უკრაინაში მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების გამოძიებასთან. აბოტის თქმით, პუტინი თავს ვერ აარიდებს ავსტრალიელების დაღუპვაზე საუბარს. მოსკოვს ჯერ არ უპასუხია აბოტის თხოვნისთვის, შეხვდეს პუტინს, როცა მომავალ კვირაში ავსტრალიაში გაიმართება "დიდი ოცეულის" სამიტი. 2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოაგდეს მალაიზიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი, რის შედეგადაც დაიღუპა მასში მყოფი 298-ვე ადამიანი, მათ შორის ავსტრალიელები.

XS
SM
MD
LG