Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელ უფლებადამცველს ჩამოართვეს კიდევ ერთი ადვოკატით სარგებლობის უფლება


აზერბაიჯანში კიდევ ერთ ადვოკატს, ხალიდ ბაგიროვს შეაწყვეტინეს დაპატიმრებული უფლებადამცველის, ლეილა იუნუსის ინტერესების დაცვა. ბაგიროვმა ჩვენს რადიოსთან საუბარში თქვა, რომ მას არ მისცეს იუნუსთან 5 ნოემბერს ბაქოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში შეხვედრის უფლება. ადვოკატს უთხრეს, რომ იუნუსის დაცვის უფლება ჩამოერთვა აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით. თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ. გასულ კვირაში იუნუსმა თქვა, რომ მისი ინტერესების სასამართლოში დაცვა შეაწყვეტინეს ადვოკატ ჯავად ჯავადოვს. 58 წლის ლეილა იუნუსი ცნობილია აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების მკაცრი კრიტიკით. ის და მისი მეუღლე, 59 წლის არიფ იუნუსი წელს ზაფხულში დააკავეს. მათ წაყენებული აქვთ რამდენიმე ბრალდება, მათ შორის სახელმწიფო ღალატის. იუნუსები ირწმუნებიან, რომ ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული. დასავლეთის მთავრობები და უფლებადამცველი ორგანიზაციები ბაქოს მოუწოდებენ წყვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ.

XS
SM
MD
LG