Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინიდან იუწყებიან სამხედრო ავტოკოლონების გადაადგილების შესახებ


საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, 8 ნოემბერს 80-ზე მეტი სამხედრო ავტომანქანა მოძრაობდა აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში, რომლებსაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ. „ასოშიეიტიდ პრესის“ რეპორტიორების ფოტო- და ვიდეომასალაზეა ასახული დაჯავშნული ავტომანქანების და სხვა სამხედრო აღჭურვილობის სამი კოლონა: ერთი ქალაქ დონეცკთან, ორი კი ქალაქ სნიჟნესთან. საინფორმაციო სააგენტო იუწყება ასევე, რომ ჯარისკაცები იმყოფებოდნენ რამდენიმე სატვირთო ავტომანქანაში. უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირები ამ კვირაში იუწყებოდნენ, რომ სეპარატისტებმა დიდი რაოდენობით იარაღი და ჯარისკაცები მიიღეს რუსეთიდან. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს. 8 ნოემბერს უკრაინამ გაავრცელა ცნობა, რომ ბრძოლების შედეგად ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაიღუპა სამი და დაიჭრა 15 ჯარისკაცი.

XS
SM
MD
LG