Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიჩარდ ნორლანდი: საქართველოს და აშშ-ს აქვთ საერთო მიზნები


საქართველოს და აშშ-ს აქვთ საერთო მიზნები, როგორც საქართველოს, ისე რეგიონის უსაფრთხოების, დემოკრატიის და კეთილდღეობის მიზნით - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოს შიდა სპეციფიკურ საკითხებზე მისი მხრიდან საუბარი არასათანადო იქნება, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ამ კვირაში მთავრობის წევრთა ვაკანტური ადგილები შეივსება. „მე შემიძლია ვისაუბრო ზოგად მიმართულებებზე და გამოვხატო სურვილი და იმედი, რომ თანამშრომლობის ხარისხი კვლავაც მტკიცე იქნება", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. აშშ-ის ელჩი დღეს იმყოფებოდა პოლიციის აკადემიაში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ლევან იზორიასთან ერთად გახსნა სისხლის სამართლებრივი გამოძიების ინსტრუქტორთა კურსი.

XS
SM
MD
LG