Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა და ობამამ ისაუბრეს ირანის, სირიის და უკრაინის თაობაზე


პეკინში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სამიტის კულუარებში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განიხილეს ირანთან, სირიასთან და უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა, ბერნადეტ მიჰანმა განაცხადა, რომ საერთო ჯამში პუტინმა და ობამამ დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში ისაუბრეს. მიჰანმაც და რუსეთის ოფიციალურმა პირებმაც განაცხადეს, რომ მათი საუბარი შეეხო ირანს, სირიას და უკრაინას. დეტალები არც ერთ მხარეს არ გაუვრცელებია. ცივი ომის შემდგომ პერიოდში ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კავშირები ყველაზე მეტადაა გაუარესებული, რუსეთს დაწესებული აქვს დასავლეთის სანქციები ყირიმის ანექსირების და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. 10 ნოემბერს აშშ-მა რუსეთს ბრალი დასდო სეპარატისტების მომარაგებაში „ტანკებით და სხვა სახის მძიმე შეიარაღებით“ და მოსკოვს მოუწოდა „შეწყვიტოს ცეცხლზე ნავთის დასხმა.“

XS
SM
MD
LG