Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი პაკისტანს სტუმრობს


ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი, პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა პაკისტანში. ღანის ვიზიტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მიზნად ისახავს კავშირების გაუმჯობესებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ღანის იმედისთვის - რომ თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას შესძლებს. ქაბული აცხადებს, რომ პაკისტანთან მოლაპარაკება მოიცავს უსაფრთხოების, საზღვრების დაცვის და ვაჭრობის საკითხებს. 15 ნოემბერს ღანი და პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, ნავაზ შარიფი ისლამაბადში დაესწრებიან ავღანეთ-პაკისტანის მატჩს კრიკეტში. ორი ქვეყნის კავშირებს თან გასდევს უნდობლობა ერთმანეთის მიმართ. დაძაბულობა მკაფიოდ გამოიკვეთა გასულ კვირაში, როცა პენტაგონის ანგარიშმა პაკისტანი დაადანაშაულა ავღანეთის დესტაბილიზაციის მიზნით თავისთან დაკავშირებული ძალების გამოყენებაში. ქვეყნები ერთმანეთს ადანაშაულებენ იმაში, რომ ექსტრემისტებს საშუალებას აძლევენ თავი სასაზღვრო რეგიონებს შეაფარონ და სისხლიანი თავდასხმები მოაწყონ, რომლებიც რეგიონულ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. პაკისტანი ისლამისტ ექსტრემისტებს ავღანეთის საზღვართან ახლოს 2004 წლის შემდეგ ებრძვის, ივნისში მან მასშტაბური შეტევა დაიწყო.

XS
SM
MD
LG