Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთსა და ავსტრალიას შორის ხელი მოეწერება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას


ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა განაცხადა, რომ ავსტრალია და ჩინეთი ხელს მოაწერენ შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. დოკუმენტის ხელმოსაწერად ავსტრალიის დედაქალაქში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება ჩინეთის პრეზიდენტი. შეთანხმებით ჩინეთის ბაზარი გაიხსნება ავსტრალიის ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციისთვის, ავსტრალიის ბაზარი კი ღია იქნება ჩინეთის ინვესტორებისთვის. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. ჩინეთი უკვე არის ავსტრალიის მთავარი სავაჭრო პარტნიორი, 2013 წელს ორმხრივმა ვაჭრობამ 130 მილიარდი დოლარი შეადგინა.

XS
SM
MD
LG