თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების საქმეზე გრიფის მოხსნის შესახებ კონტრდაზვერვიდან პასუხს პროკურატურა უმოკლეს ვადაში ელოდება - განაცხადა პროკურატურაში ჩატარებულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ. მისი თქმით მთავარმა პროკურატურამ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მაღალი თანამდებობის პირების საქმეზე გრიფის მოხსნისთვის საჭირო დოკუმენტები 6 ნოემბერს გაუგზავნა. კონტრდაზვერვას პასუხის ვადები განსაზღვრული არ აქვს. "გვპირდებიან, რომ გადაწყვეტილებას უმოკლეს ვადებში მიიღებენ. დადებითი პასუხის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, საქმეს გრიფი მოვხსნათ", - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
პროკურატურა თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმეზე გრიფის მოხსნის შესახებ პასუხს უმოკლეს ვადაში ელოდება
ყველაზე პოპულარული
1