Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალიში, სულ ცოტა, სამი ადამიანი მოკლეს გაეროს ავტოკოლონაზე თავდასხმისას


სომალიში, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა დედაქალაქ მოგადიშუში გაეროს ავტოკოლონაზე თავდასხმისას. აფეთქება თვითმკვლელმა მოაწყო დანაღმული ავტომანქანით. პოლიცის წარმომადგენლის ცნობით, დაიღუპა ერთი პოლიციელი და გაეროს ორი სომალელი მცველი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ისლამისტი ექსტრემისტების ჯგუფმა „ალ-შაბაბმა“. მოგადიშუში ამ თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, ალ-შაბაბის წევრებმა მოკლეს 36 ადამიანი კენიის ქალაქში, რომელიც სომალის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.

XS
SM
MD
LG