Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი ვარშავაში შეხვდა რადოსლავ შიკორსკის


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვარშავაში იმყოფება. ცოტა ხნის წინ გაიმართა მისი შეხვედრა პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რადოსლავ შიკორსისთან. საქართველოს პრეზიდენტი ვარშავის უნივერსიტეტში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გიორგი მარგველაშვილის და პოლონეთის პრეზიდენტის, ბრონისლავ კომოროვსკის პატრონაჟით გაიმართება. სამუშაო ვიზიტს საქართველოს პრეზიდენტი დაასრულებს გამოსვლით პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, სადაც წაიკითხავს მოხსენებას თემაზე "საქართველო-ევროპის ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის." გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტების და ექსპერტების შეკითხვებსაც უპასუხებს.

XS
SM
MD
LG