Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის აღმოსავლეთში "სიჩუმის დღეა" დაგეგმილი


უკრაინის სამთავრობო ძალები და პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები დღეს „სიჩუმის დღეს“ აცხადებენ, რითაც უნდა შეჩერდეს ქვეყნის აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება. თუმცა, დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, გადაიდება. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები 9 დეკემბერს შეწყვეტენ ცეცხლს და რომ ეს ნაბიჯი გათვალისწინებული იყო მინსკის სამითვისწინანდელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის არმია შეწყვეტს ცეცხლს და საომარი ზონიდან გაიტანს მძიმე ტექნიკას, თუკი ნათელი იქნება, რომ ასევე მოიქცევიან მეამბოხეებიც. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეპან პოლტორაკმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები „მზად იყვნენ სიჩუმისთვის“. უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონებში - დონეცკსა და ლუგანსკში ზოგიერთმა პრო-რუსულად განწყობილმა სეპარატისტმა განაცხადა, რომ შეასრულებს „სიჩუმის დღის“ პირობას. დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ანდრეი პურგინმა განაცხადა: „ვიმედოვნებთ, რომ „სიჩუმის დღე“ შედგება მიუხედავად იმისა, რომ დაბომბვა ახლაც მიმდინარეობს“.

XS
SM
MD
LG