ჩინეთმა გამოაცხადა, რომ აპირებს შექმნას ახალი, 3 მილიარდი დოლარის მოცულობის საინვესტიციო ფონდი, რომლის მიზანი იქნება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჩინეთის ყოფნის გაძლიერება. ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი კესიანმა ამის შესახებ გამოაცხადა ბელგრადში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 16 ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრაზე. ლის თან ახლავან 200-მდე კომპანიის ხელმძღვანელები. როგორც მოელიან, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ლიდერი მოახდენს უნგრეთთან და სერბიასთან ხელშეკრულების რატიფიკაციას, რომელიც ითვალისწინებს ჩინეთის მხარის მიერ ბელგრადსა და ბუდაპეშტს შორის სწრაფმავალი რკინიგზის მშენებლობას.
ყველაზე პოპულარული
1