Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმკვლელმა ერაყში მთავრობის მომხრე 22 მებრძოლი დახოცა


თვითმკვლელმა მოიერიშემ 24 დეკემბერს თავი აიფეთქა ბაღდადთან ახლომდებარე ქალაქ მადაინში მთავრობის მომხრე სუნიტური დაჯგუფების ტერიტორიაზე და სულ მცირე 22 მებრძოლი დახოცა. მათ შორის არიან, როგორც ერაყელი ჯარისკაცები, ისე გასამხედროებული სუნიტური დაჯგუფების მებრძოლები, რომლებიც თავდასხმის დროს ხელფასს ღებულობდნენ. თავდასხმის ობიექტი იყო სუნიტური „საჰვას“ გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც 2007-2008 წლებში ალ ყაიდის წინააღმდეგ იბრძოდა აშშ-ის სამხედროებთან ერთად. ამჟამად კი ერაყის სამთავრობო ჯარებთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტულ ჯგუფებს ებრძვის, რის გამოც სუნიტი ექსტრემისტები „საჰვას“ მოღალატედ მიიჩნევს. 24 დეკემბერს მოწყობილ იერიშზე ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის აუღია.

XS
SM
MD
LG