Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში დააკავეს სირიაში ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი 10 პირი


აზერბაიჯანში დააკავეს 10 ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია ექსტრემისტულ ქმედებებში სირიაში შეიარაღებული ჯგუფების წევრებთან ერთად. აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ცნობით, ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ უკანონო ექსტრემისტული მოქმედება, საზღვრების უკანონოდ გადაჭრა, უკანონო შეიარაღებული ჯგუფების შექმნა და ექსტრემისტების იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობებით მომარაგება. სამინისტროს მონაცემებით, 2014 წელს ეჭვმიტანილები წვრთნას გადიოდნენ სირიაში მდებარე ტერორისტულ ბანაკებში და იბრძოდნენ მთავრობის მოწინააღმდეგეთა რიგებში.

XS
SM
MD
LG