Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში გაიმართება ოთხი მინისტრის შეხვედრა უკრაინაში კონფლიქტის საკითხზე


უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ კვირაში ბერლინში შეიკრიბებიან, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად მიმართულ დიპლომატიურ ძალისხმევასთან დაკავშირებით. 12 იანვრის შეხვედრაზე შეთანხმდნენ ოთხი მინისტრის სატელეფონო საუბრისას, რომელიც 9 იანვარს გაიმართა. ამასობაში, უკრაინის სამხედრო წარმომადგენლებმა გაავრცელეს ცნობა სეპარატისტებთან შეტაკებებში ექვსი უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. ხოლო დონეცკში, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა აეროპორტთან ბრძოლის დროს.

XS
SM
MD
LG