Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იური ვაზაგაშვილის ახლობლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ


იური ვაზაგაშვილის ახლობლები, ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ მოთხოვნით, მალე იქნეს დადგენილი ვაზაგაშვილის სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებები. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მუხლით. ვაზაგაშვილი 20 იანვარს იპოვეს გარდაცვლილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის, ზურაბის საფლავთან. ზურაბ ვაზაგაშვილი 2006 წელს, თბილისში მოკლეს სამართალდამცველებმა. იური ვაზაგაშვილი კატეგორიულად უარყოფდა მაშინდელი გამოძიების დასკვნას, რომ სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ. ის დარწმუნებული იყო შვილის უდანაშაულობაში და საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მოითხოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ხელახლა გამოძიებას. როგორც იუწყებიან, იური ვაზაგაშვილის სიცოცხლე სასაფლაოზე მომხდარმა აფეთქებამ შეიწირა.

XS
SM
MD
LG