Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო აღადგენს კავშირს რუსეთის სამხედრო ლიდერებთან


ნატო აცხადებს, რომ აპირებს აღადგინოს კავშირები რუსეთის სამხედრო ლიდერებთან, მას შემდეგ, რაც თვეების განმავლობაში გაგრძელდა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეული დაძაბულობა. ამერიკელმა გენერალმა, ფილიპ ბრიდლავმა 22 იანვარს ბრიუსელში განაცხადა, ნატოს წარმომადგენლებმა განიხილეს კომუნიკაციის განახლების გზები და ის ფაქტი, რომ რუსეთში ჩვენს მაღალი რანგის პარტნიორებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანიაო. მისი თქმით, ნატოს მაღალჩინოსნებიდან რამდენიმემ გადაწყვიტა განაახლოს კავშირი გენერალ ვალერი გერასიმოვთან, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსია.

XS
SM
MD
LG