Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალურმა მდივანმა „ნონსენსი“ უწოდა პუტინის ბრალდებებს


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნონსენსი უწოდა რუსეთის პრეზიდენტის ბრალდებას უკრაინაში მოქმედი „ნატოს უცხოეთის ლეგიონის“ თაობაზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ნატოს უცხოეთის ლეგიონი“ უწოდა უკრაინის მხარეზე მებრძოლ უცხოელ მოხალისეთაგან შექმნილ ქვედანაყოფებს, რომელთა მთავარ მიზანსაც „რუსეთის შეკავება“ წარმომადგენს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში მოქმედი ერთადერთი უცხო სამხედრო ძალა რუსეთის ჯარია.

XS
SM
MD
LG