Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საკრედიტო რეიტინგი „ნაგვის“ დონემდე შეამცირეს


ავტორიტეტიანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ”სტანდარდ ენდ პურსმა” (Standard and Poors) “ნაგვის“ დონემდე შეამცირა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი - პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობაში. კომპანიამ 26 იანვარს გამოაცხადა, რომ რუსეთის მთავრობის ვალის რეიტინგი შეამცირა BBB- მაჩვენებლამდე. აქამდე ის BB+ იყო. ამასთან, ”სტანდარდ ენდ პურსი” უარყოფით პროგნოზს აკეთებს და განმარტავს, რომ რუსეთის საკრედიტო რეიტინგის შემცირება ასახავს კომპანიის ხედვას, რომ რუსეთის მონეტარული პოლიტიკა უფრო შეზღუდულია და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები გაუარესებული. ”სტანდარდ ენდ პურსმა” ბოლოს შარშან, აპრილში დასწია რუსეთის საკრედიტო რეიტინგი. მიმდინარე თვეში, უფრო ადრე სარეიტინგო კომპანია „ფიჩმა“ (Fitch) შეამცირა რუსეთის რეიტინგი (BBB-). რუსეთს - მსოფლიოში ენერგომატარებლების უდიდეს ექსპორტიორ ქვეყანას - რეცესია ემუქრება მას შემდეგ, რაც ნავთობი გაიაფდა და დასავლეთმა მას სანქციები დაუწესა ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედების გამო.

XS
SM
MD
LG