სწორედ ეს არის ნაცების პროპაგანდის მთავარი ნარატივი. ეს არის აბსოლუტური სისულელე და ტყუილი. ამდენ ვითომდიპლომატობას და ვინმეს არ განაწყენებას უნდა შევეშვათ და ვთქვათ სრული სიმართლე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება ეხმარება და კვლავაც დაეხმარება უკრაინას - მთავარია, ნუ შეგვიშლიან ამაში ხელს. დადგა დრო,რომ ამ ტყუილს, რაც ზემოთ ციტატაში წერია, ფარდა ავხადოთ,”- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე გადაცემა „დაბრკოლების ზოლში“ გასულ ინტერვიუს უკრაინაში მებრძოლ მოხალისე ჯარისკაც დავით მარტიაშვილთან კონკრეტულად ვარაუდს, თითქოს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ცდილობდეს, რომ დაიმალოს უკრაინისა და ქართველი ხალხის ძმური ურთიერთობა.