Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გრძელდება დებალცევოს ხელში ჩასაგდებად ბრძოლა


უკრაინიდან გავრცელებული ცნობით, სამი ადამიანი ემსხვერპლა საარტილერიო ცეცხლს, რომელმაც დონეცკის საავადმყოფო დააზიანა. ფრანსპრესი იტყობინება, რომ ერთი ადამიანის გვამი იხილეს საავადმყოფოს წინ, სეპარატისტთა ხელში მყოფი ქალაქის გარეუბან ტეკსტილშჩიკში. ორისა კი მახლობლად მდებარე შენობის წინ. რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების ცნობით, 15 ადამიანი შეეწირა საავადმყოფოსთვის ცეცხლის დაშენას. გრელდება ბრძოლა დებალცევოს ხელში ჩასაგდებად მთავრობის ჯარსა და სეპარატისტთა რაზმებს შორის მიუხედავად ეუთოს მოწოდებისა, შეწყვიტონ ცეცხლი, რათა ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდეს. რუსეთის არმიის ცნობით, მეამბოხეები ისვრიან ყველა სახეობის იარაღიდან და მათ ცხრა იერიში განახორციელეს დებალცევოს მიმართულებით, თუმცა ვერ შეძლეს მთავრობის ჯარების განდევნა. სულ, კონფლიქტის დაწყებიდან, შარშან აპრილის შემდეგ, უკრაინაში დახოცილია 5350 ადამიანი. დებალცევოსთვის ბრძოლა უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს. ის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პუნქტია.

XS
SM
MD
LG