Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშაბათს მინსკში გაიმართება უკრაინის კრიზისისადმი მიძღვნილი სამიტი


გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის თანახმად, გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები 11 თებერვალს მინსკში გამართავენ უმაღლეს დონეზე შეხვედრას უკრაინის კრიზისის თაობაზე. განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც 8 თებერვალს დილით სატელეფონო საუბარი შედგა ანგელა მერკელს, ფრანსუა ოლანდს, ვლადიმირ პუტინსა და პეტრო პოროშენკოს შორის. მერკელის წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა თქვა, რომ ოთხმა ლიდერმა ისაუბრა სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებულ შემდგომ ზომებზე. მინსკის მოლაპარაკებების მიზანია, ბოლო მოუღოს ათთვიან შეიარაღებულ კონფლიქტს უკრაინის ჯარებსა და პრორუსულად განწყობილ მეამბოხეებს შორის აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში.

XS
SM
MD
LG