Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გადასინჯვას


საბერძნეთი აცხადებს, რომ მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ეკონომიკური სანქციების გადასინჯვას. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კოციასმა მოსკოვში 11 თებერვალს რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირში „იზრდება უკმაყოფილება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციებით“ და „ქვეყნების ჯგუფს“ სურს სანქციების "გადასინჯვა, ან შემსუბუქება". კოციასს არ უთქვამს, ევროკავშირის რომელი ქვეყნები შედიან ამ ჯგუფში, მაგრამ აღნიშნა, რომ ბრიუსელს მართებს სხვა გზების მოძებნა. კოციასმა აღნიშნა აგრეთვე, რომ საბერძნეთი იქნება შუამავალი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის.

XS
SM
MD
LG