Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინდია ჯანელიძე: ეს იქნება წვრთნისა და შეფასების ცენტრი და არა სამხედრო ბაზა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე (მარცხნივ) და რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კობა ლიკლიკაძე. ბრიუსელი, 2015 წლის 5 თებერვალი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე (მარცხნივ) და რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კობა ლიკლიკაძე. ბრიუსელი, 2015 წლის 5 თებერვალი.

გასულ კვირაში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, საბოლოოდ გაირკვა საქართველოში ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის აშენების საკითხი. გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის ათზე მეტი სახელმწიფო მზად არის მიიღოს მონაწილეობა ამ საწვრთნელი ცენტრის მუშაობაში. გარდა ამისა, საქართველოში იგეგმება დამკვირვებელთა მუდმივმოქმედი 10-15-კაციანი საკონსულტაციო ჯგუფის გაგზავნა, გაფართოვდება ნატოს სამოკავშირეო ოფისი, ხოლო ქართველი მსმენელები უფრო ფართო შეღავათებით ისარგებლებენ ნატოს წამყვანი ქვეყნების სამხედრო სასწავლებლებში. ითქვა ისიც, რომ ერთობლივი ცენტრის იდეა საქართველოდან წამოსულა და სწორედ თბილისმა უნდა გაიღოს ფინანსები ამ ობიექტის მშენებლობისათვის. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ცხადია, სწორედ საქართველოს თავდაცვის მინისტრისაგან ვეცადეთ გაგვეგო უფრო მეტი იმის შესახებ, თუ ვინ, ვის მიერ, როგორ და რა მიზნით გაიწვრთნება ნატო-საქართველოს სამომავლო ერთობლივ ცენტრში.

საუბარი მინდია ჯანელიძესთან
please wait

No media source currently available

0:00 0:19:15 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG