საქართველოს თავდაცვის მინისტრი გასულ კვირაში ნატოს შტაბ-ბინაში შეაქეს საერთაშორისო უსაფრთოხებაში ქართველი ჯარისკაცების მიერ შეტანილი წვლილის, წარმატებული რეფორმებისა და ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის შექმნის სამზადისის გამო. თუმცა, იმავე დროს საქართველოს ახალი თავდაცვის მინისტრის საკადრო პოლიტიკა სასტიკი კრიტიკის ობიექტად იქცა მინდია ჯანელიძის მიერ მაღალ თანამდებობებზე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების გამომძიებლების - ვალერი ზუმბაძისა და რობერტ გრიგალაშვილის დანიშვნის გამო. ამ ორ თემას ეძღვნება გადაცემა „დაბრკოლების ზოლი“, რომელშიც კობა ლიკლიკაძის შეკითხვებს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი უპასუხებენ.