Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში უკრაინის შარშანდელი მოვლენების წლისთავი აღნიშნეს


მოსკოვში გაიმართა მსვლელობა, რომლის მონაწილეებმა შარშან კიევში გამართული საპროტესტო გამოსვლების წლისთავი აღნიშნეს. ორგანიზატორების ცნობით, მსვლელობაში მონაწილეობდა 50 ათასი ადამიანი, პოლიციის თანახმად, - 35 ათასი. გამოსვლის მონაწილეები კიევში შარშანდელ მოვლენებს „გადატრიალებად“ აფასებენ. მათი საათნახევრიანი მსვლელობის ლოზუნგები იყო: „არ დავივიწყებთ“ და „არ ვაპატიებთ“. კიევში შარშანდელ გამოსვლებს მოჰყვა პრეზიდენტ იანუკოვიჩის ჩამოგდება; იანუკოვიჩი მას მერე რუსეთშია. მის შემდგომ არჩეულმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, 20 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის მაღალი რანგის მრჩეველი დაადანაშაულა, რომ ის ხელმძღვანელობდა სნაიპერებს კიევში, რომლებიც კიევში დემონსტრანტებს ესროდნენ. მოსკოვმა ბრალდებას ნონსენსი უწოდა.

XS
SM
MD
LG