Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა: რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები თავდასხმებს განაგრძობენ


უკრაინის არმიის პრესმდივნის ცნობით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები განაგრძობენ თავდასხმებს მთავრობის ჯარის პოზიციებზე, მიღწეული საზავო შეთანხმების მიუხედავად. ტელევიზიით გადაცემულ განცხადებაში არმიის პრესმდივანმა, ანატოლი სტელმახმა განაცხადა, რომ სეპარატისტებმა ღამით შვიდი იერიში განახორციელეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, დებალცევოს მახლობლად მდებარე სოფლებზე. ამასთან, სტელმახის თქმით, სეპარატისტებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს სამ ადგილს, სეპარატისტების მიერ დაკავებული ქალაქის, დონეცკის ახლოს, ხოლო აზოვის ზღვასთან მდებარე ქალაქ მარიუპოლთან 30 წუთის განმავლობაში ებრძოდნენ მთავრობის ძალებს. 12 თებერვლის საზავო შეთანხმება, რომელსაც საფრანგეთის და გერმანიის ლიდერების შუამავლობით მიაღწიეს, ორივე მხარისგან მოითხოვდა ცეცხლის შეწყვეტას და ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გატანას, თუმცა უკრაინამ 23 თებერვალს განაცხადა, რომ ამ პროცესს არ დაიწყებს, რადგან სეპარატისტები კვლავ ახორციელებენ შეტევებს. სტელმახმა 24 თებერვალს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მთავრობის ძალები იარაღის გატანას მხოლოდ მაშინ დაიწყებენ, როცა ზავი სულ მცირე 24 საათის განმავლობაში შენარჩუნდება. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა იარაღის შეისყიდის არაბთა გაერთიანული საამიროებისგან. ამის თაობაზე შეთანხმება უკვე გაფორმდა.

XS
SM
MD
LG