Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამნესტი ინტერნეშნლმა" გამოაქვეყნა ანგარიში ადამიანის უფლებებზე


25 თებერვალს გამოქვეყნდა „ამნესტი ინტერნეშნლის“ ყოველწლიური ანგარიში „მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ“. „ამნესტი ინტერნეშნლის“ თანახმად, 2014 წელი იყო "კატასტროფული" მილიონობით ადამიანისთვის, ვინც ძალადობის მსხვერპლად იქცა. უფლებადამცველი ორგანიზაცია გმობს მსოფლიოს „სამარცხვინო და არაეფექტიან“ რეაგირებას კონფლიქტებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე მთავრობებისა და შეიარაღებული ჯგუფების მიერ. „ამნესტი ინტერნეშნლი“ მოუწოდებს მთავრობებს, „შეწყვიტონ იმის მტკიცება, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა მათ ძალებს აღემატება“ და ძირეულად შეცვალონ კრიზისებზე რეაგირების მეთოდები. აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე ანგარიშში აღნიშნულია, რომ როგორც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები, ისე უკრაინელი სამხედროებიცბ „ნაკლებად დაგიდევენ ორმხრივ ცეცხლში მოყოლილი მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობას“. ანგარიშის თანახმად, 2014 წელს შეიარაღებული ჯგუფები, სულ ცოტა, 35 ქვეყანაში მოქმედებდნენ. განსაკუთრებული შეშფოთებაა გამოთქმული „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტული დაჯგუფების მომძლავრების გამო.​

XS
SM
MD
LG