Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ნინო გვენეტაძის კანდიდატურას


იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას. ფარული კენჭისყრისას გვენეტაძეს ხმა მისცა ხუთმა დეპუტატმა, ერთს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო ორი ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრას წინ უძღოდა გვენეტაძის მოსმენა, რაც ხმაურიანად წარიმართა. დეპუტატების მხრიდან გვენეტაძისადმი კითხვების დასმისა და მისი პასუხის მოსმენის შემდეგ, კანდიდატისადმი მიმართვა და კითხვის დასმა მოითხოვეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მყოფმა იურისტებმა ალექსი კობაიძემ და კახა კობახიძემ. მაგრამ კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ მათ კითხვის დასმის საშუალება არ მისცა. როგორც ხმალაძემ განმარტა, იურისტები საკომიტეტო მოსმენაზე არავის მიუწვევია და ამიტომ მას ჰქონდა უფლება, რომ მათთვის კითხვის დასმის საშუალება არ მიეცა.

XS
SM
MD
LG