Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში გაიმართა ჯონ კერისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს ჟენევაში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობით და უკრაინაში კონფლიქტით გამოწვეული დაძაბულობის ფონზე. 20-წუთიანი შეხვედრის შემდეგ კერიმ სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა, რომ ლავროვთან ჰქონდა „გულახდილი დისკუსია“ უკრაინაზე, სირიაზე და მოლაპარაკებაზე, რომლის მიზანიც არის საერთაშორისო შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის შესაზღუდად. წინა დღეს, 1 მარტს, როცა მოსკოვში ათაიათასობით ადამიანი შეიკრიბა ნემცოვის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად და მისი მკვლელობით გამოწვეული აღშფოთების გამოსათქმელად, კერი გამოვიდა მოწოდებით, რომ გულდასმით ჩატარდეს ოპოზიციონერის მკვლელობის გამოძიება.

XS
SM
MD
LG