Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერის განცხადების შემდეგ ასადი აშშ-გან მოქმედებას ელის


სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ ასადმა განაცხადა დღეს, რომ ის აშშ-გან მოქმედებას მოელის მას მერე, რაც სახელწიფო მდივანმა კერიმ აღიარა, დამასკთან მოლაპარაკება აუცილებელია, რათა დასრულდეს სირიაში კონფლიქტიო. ასადმა ირანის ტელევიზიას უთხრა, რომსირია ისმენს კომენტარებს და მოველის მოქმედებას, შემდეგ კი გადაწყვეტილებას მივიღებთო. ასადთან ეს ინტერვიუ სირიის ტელევიზიით გადაიცა. კერიმ 15 ივნისს „სი-ბი-ეს ნიუზს“უთხრა, რომ ასადმა გარდამავლი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რათა დაეხმაროს სირიაში ოთხწლიანი ომის დასრულებას. კერის არ გაუმერებია აშშ-ის პოზიცია, რომ ასადმა დაკარგა ლეგიტიმრუობა და უნდა გადადგეს. ჩვენ მას უნდა მოველაპარაკოთ, თქვა კერიმ, ყოველთვის გვსურდა მოლაპარაკება ჟენევის შეხვედრის ჩარჩოებშიო.

XS
SM
MD
LG