Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში გაიმართა "ტრანს-ანატოლიის გაზსადენის" (TANAP) საძირკვლის ჩაყრის ცერემონია


თურქეთში გაიმართა "ტრანს-ანატოლიის გაზსადენის" (TANAP) პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია, რომელშიც თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქ ყარსში გამართულ ცერემონიაზე მარგველაშვილმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ერთდროულად დააჭირეს ხელი სამ ღილაკს მშენებლობის დასაწყებად. ცერემონიას ესწრებოდა ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, მაროს შეფცოვიჩი. 1850-კილომეტრიანი TANAP-ის მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულდეს. ის დაუკავშირდება უკვე არსებულ, "სამხრეთ კავკასიის გაზსადენს" (SCP), რომლის მეშვეობითაც თურქეთში საქართველოს გავლით ჩადის გაზი აზერბაიჯანიდან. TANAP-ი დაუკავშირდება ასევე დაგეგმილ "ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს" (TAP), რომელიც თურქეთიდან გაზს მიაწვდის ევროკავშირის ქვეყნებს, მათ შორის საბერძნეთსა და იტალიას.

XS
SM
MD
LG