Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის უმცირესობა მოითხოვს დროებითი კომისიის შექმნას


საქართველოს პარლამენტის უმცირესობა მოითხოვს, რომ შეიქმნას ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის გასულ კვირაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამოსაძიებლად დროებითი საპარლამენტო კომისია. უმცირესობის დეპუტატის სერგო რატიანის შეფასებით, კომისიის შექმნა აუცილებელია, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრის არაადეკვატური შეფასებები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება გამოძიებას არ აპირებს. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კვლავ დაგმო ზუგდიდში მომხდარი ძალადობა და განაცხადა, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

XS
SM
MD
LG