ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა 13 მგზავრი დახოცეს. თავდასხმა გამთენიისას ვარდაკის პროვინციაში მოხდა მაშინ, როცა ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აშშ-ში. ოფიციალურ ცნობაში ნათქვამია, რომ შეიარაღებულმა პირებმა ააფეთქეს სამი მანქანა, მათ შორის ავტობუსი, რომელიც ქვეყნის სამხრეთისაკენ მიემგზავრებოდა. თალიბების მხრიდან დივერსიული და ტერორისტული აქტების გააქტიურების ფონზე, აშრაფ ღანი აშშ-ისაგან მოქნილ მიდგომას ითხოვს ჯარის გაყვანის საკითხში. როგორც ცნობილია, ვაშინგტონი 2016 წლისათვის ავღანეთში მოქმედი ამერიკული 9800-კაციანი ქვედანაყოფის დიდი ნაწილის შემცირებას გეგმავს. ამ თემაზე ღანი და ობამა, როგორც მოელიან, 24 მარტს იმსჯელებენ.
ყველაზე პოპულარული
1