Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხების დახოცვაში ბრალდებულ რუს ჯარისკაცს სომხეთშივე გაასამართლებენ


რუს ჯარისკაც ვალერი პერმიაკოვს, რომელიც ეჭვმიტანილია შვიდი სომეხი სამოქალაქო პირის დახოცვაში, სომხეთის ტერიტორიაზე გაასამართლებენ. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა, დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ოლეგ ლებედევმა ერევანში უთხრა სომეხ ოფიციალურ პირებს, რომ პერმიაკოვს სომხეთში გაასამართლებენ, როგორც ამას სომეხი ხალხი ითხოვს, მაგრამ ბრალდებული წარდგება რუსეთის სამხედრო სასამართლოს წინაშე. ბრალდების მიხედვით, პერმიაკომა 12 იანვარს, ქალაქ გიუმრიში დახოცა ერთი ოჯახის ექვსი წევრი და მძიმედ დაჭრა ჩვილი, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლებედევის განმარტებით, პერმიაკოვის მოქმედება „სამხედრო დანაშაულად“ ფასდება და შესაბამისად, რუსეთის იურისდიქციას ექვემდებარება.

XS
SM
MD
LG