Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასჯელაღსრულების სამინისტრო აცხადებს, რომ ადმინისტრაცია სრულად აკონტროლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ადმინისტრაცია აკონტროლებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილი ადამიანები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ცდილობენ, რომ არალეგიტიმური მოთხოვნები დაიკმაყოფილონ. „ამ შემთხევევაში არსებული რეალობის განმსაზღვრელია ის, თუ სამინისტრო რას უპირისპირებს მათ ამ სურვილებს. სამინისტროს, მინისტრის მიდგომა ცალსახაა - ყველა, ვინც კანონს არ ემორჩილება ისჯება სრული სიმკაცრით, ეს იქნება მსჯავრდებული, ბრალდებული თუ სისტემის თანამშრომელი“ - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG