Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის საარჩევნო კომისია: ქარიმოვმა ხმათა 90 პროცენტით გაიმარჯვა


უზბეკეთის საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა, ისლამ ქარიმოვმა ხმათა დაახლოებით 90 პროცენტით მოიპოვა გამარჯვება 29 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში. მანამდე საპრეზიდენტო არჩევნები ეუთომ გააკრიტიკა - მისი დამკვირვებლების შეფასებით, უზბეკეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აკლდა ისლამ ქარიმოვის მიმართ რეალური ოპოზიცია და აღინიშნა არაერთი კანონდარღვევა თუ საორგანიზაციო ხარვეზი. ხელისუფლებაში ყოფნის ორი ათწლეულის განმავლობაში 77 წლის ქარიმოვმა თითქმის მთელი პილიტიკური ოპოზიცია შეზღუდა. კრიტიკოსების განცხადებით, ეს ბოლო არჩევნებიც ფარსი იყო, რომელშიც ქარიმოვის მეტოქეები მის მიერვე იყვნენ შერჩეულნი და, რეალურად, მისთვის ატარებდნენ საარჩევნო კამპანიას. დანარჩენი სამივე კანდიდატი მთავრობის მომხრე პარტიებს წარმოადგენდა. კამპანიის მსვლელობაში კანდიდატები ქარიმოვის პოლიტიკას აქებდნენ. საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამომრჩევლის აქტიურობა 91 პროცენტს გაუტოლდა და საარჩევნო უბნებს არ გაუვრცელებიათ ცნობები რაიმე დარღვევის შესახებ.

XS
SM
MD
LG