Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში ულტრამემარცხენე დაჯგუფებამ მძევლად აიყვანა ქალაქის პროკურორი


დღეს სტამბოლში ულტრამემარცხენე დაჯგუფებამ მძევლად აიყვანა ქალაქის პროკურორი. მას მოკვლით ემუქრებიან. თურქეთის სპეცრაზმი სასამართლოში შეიჭრა და შენობის ევაკუაცია მოახდინა მას შემდეგ, რაც იქ შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და პროკურორი მეჰმეტ სელიმ ქირაზი შეიპყრეს. ქირაზი 15 წლის ბერქან ელვანის მკვლელობას იძიებს. 2013 წელს ბიჭს პოლიციამ გაზის ბალონი ესროლა მთავრობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციისას. ულტრამემარცხენე დაჯგუფება სახელწოდებით „რევოლუციონერი ხალხის განთავისუფლების პარტია“ ელვანის მკვლელთა დასჯას მოითხოვს. 2013 წელს პარტიამ პასუხისმგებლობა აიღო თვითმკვლელი მოიერიშის თავდასხმისთვის, რომელიც თურქეთში აშშ-ის საელჩოს შენობასთან განხორციელდა. აშშ, ევროკავშირი და თურქეთი პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობს.

XS
SM
MD
LG