Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ოთხი კომიტეტის ახალი თავმჯდომარეები აირჩია


პარლამენტის ოთხ კომიტეტს ახალი თავმჯდომარეები ჰყავს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი გახდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა გია ჟორჟოლიანმა დაიკავა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს თამაზ მეჭიაური უხელმძღვანელებს, ხოლო კავკასიის საკითხთა და დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღენელი თემურ ჭკუასელი გახდა. კომიტეტების თავმჯდომარეობის ვაკანსიებზე წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ერთხმად დაუჭირა მხარი. ევროპასთან ინტეგრაციის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების თავმჯდომარეები ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც პოსტების დატოვების თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს. რაც შეეხება კავკასიის საკითხთა და დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტს, მისი ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გუბაზ სანიკიძემ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

XS
SM
MD
LG