Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ინიციატივის მიუხედავად, იემენში გრძელდება საჰაერო დარტყმები


საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ 5 აპრილს კვლავ დამობმა იემენის დედაქალაქი, სანაა. უკვე მეთერთმეტე დღეა გრძელდება ეს საჰაერო კამპანია, რომელიც მიმართულია იემენის პრეზიდენტთან, აბდ-რაბუ მანსურ ჰადისთან დაპირისპირებული, შიიტი მებრძოლების წინააღმდეგ. სააგენტო როიტერსს მოაქვს ქალაქის მცხოვრებთა სიტყვები, რომ აფეთქებები მოხდა შიიტთა ძალების ერთგული სამხედრო დანაყოფების ბაზებზე, ისევე, როგორც საუდის არაბეთთან საზღვრის ახლოს. საჰაერო იერიში გაგრძელდა რუსეთის მხრიდან გაეროს უშიშროების საბჭოსთვის მოწოდების მიუხედავად, საჰაერო კამპანიაში პაუზის გამოცხადების თაობაზე საიმისოდ, რომ მოხერხდეს სამოქალაქო პირთა ევაკუაცია და ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა. იემენის პრეზიდენტმა გასულ კვირაში დატოვა საპორტო ქალაქი ადენი, შიიტთა შეტევის ფონზე. საუდის არაბეთი, რომელიც იემენს ესაზღვრება, აცხადებს, რომ საჰაერო კამპანია გაგრძელდება სუნიტი პრეზიდენტის, ჰადის პოსტზე დაბრუნებამდე.

XS
SM
MD
LG