Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა სააღდგომო ლოცვაში „აბსურდული ძალადობის“ შეწყვეტა ისურვა


სააღდგომო ლოცვაში რომის პაპმა ფრანცისკემ შეაქო ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მიღწული ჩარჩო-შეთანხმება და მას „უსაფრთხო და ძმური სამყაროსაკენ“ წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა. პონტიფიკმა მორწმუნეებს სთხოვა ლოცვაში მოიხსენიონ ის ადამიანები, რომლებიც კენიაში, გარისას უნივერსიტეტის კოლეჯზე ექსტრემისტების თავდასხმის დროს დაიღუპნენ. რომის პაპმა სააღდგომო ლოცვაში ახსენა ასევე 21 ეგვიპტელი კოპტი ქრისტიანი, რომლებიც ლიბიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა დასაჯეს სიკვდილით. რომის პაპმა „აბსურდული სისხლისღვრა და ბარბაროსული ძალადობა“ უწოდა ლიბიასა და სირიაში მიმდინარე კონფლიქტს და მშვიდობა და სიკეთე უსურვა იემენისა და უკრაინის მოსახლეობას.

XS
SM
MD
LG